5 დეკემბრის ჩანაწერი (2017 წელი) - სამუშაო დროის მაქსიმალური ხანგრძლივობა, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში, კანონის იმპერატიული ნორმებით არის განსაზღვრული. შესაბამისად, ამ ნორმებიდან გადახვევა დაუშვებელია. თუმცა კანონით გათვალისწინებულია გამონაკლისები, როდესაც დამსაქმებელს შეუძლია დასაქმებულისგან უფრო მეტი დროით მუშაობა მოითხოვოს. ასეთ შემთხვევას, კანონის ენაზე, ზეგანაკვეთური სამუშაო ეწოდება.
7 თებერვლის ჩანაწერი (2017 წ) - საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, გაფიცვის უფლება აღიარებულია და მისი განხორციელების წესი განისაზღვრება კანონით. შრომის კოდექსი არეგულირებს გაფიცვისა და ლოკაუტის უფლების განხორციელების საკითხებს.
14 იანვრის ჩანაწერი (2017 წ) - რა ასაკიდან შეუძლია პირს მუშაობის დაწყება? რამდენს შეიძლება შეადგენდეს სამუშაო დრო საქართველოში დასაქმებული პირებისათვის? რას ნიშნავს ზეგანაკვეთური სამუშაო; ეკისრება თუ არა დასაქმებულს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების ვალდებულება და რა შემთხვევაში? რას ნიშნავს „უქმე დღეები“ და როგორი სამართლებრივი რეჟიმია დაწესებული ასეთ დღეებში მუშაობისათვის? ისჯება თუ არა შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოვალეობების შეუსრულებლობა და როგორ?