• ჩემი უფლებები - შრომითი დავები, გაფიცვა და ლოკაუტი

    ოთხშაბათი, 08 თებერვალი 2017 14:59 view 7552
    ჩემი უფლებები - შრომითი დავები, გაფიცვა და ლოკაუტი

    7 თებერვლის ჩანაწერი (2017 წ) - საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, გაფიცვის უფლება აღიარებულია და მისი განხორციელების წესი განისაზღვრება კანონით. შრომის კოდექსი არეგულირებს გაფიცვისა და ლოკაუტის უფლების განხორციელების საკითხებს.

    გაფიცვა, როგორც პროტესტის უკიდურესი ფორმა, კანონით დადგენილ მკაცრ პროცედურულ რეგულირებას ექვემდებარება. კანონმდებლობა იცავს მხოლოდ კანონიერი გაფიცვის უფლებას. კანონის დაცვით განხორციელებული გაფიცვა არ შეიძლება გახდეს დასაქმებულის დისციპლინური პასუხისმგებლობის ანდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი.

    რას გულისხმობს შრომითი დავა და როდის წარმოიშობა იგი? რა გზებით უნდა გადაწყდეს შრომითი დავები? როგორია ინდივიდუალური დავის განხილვისა და გადაწყვეტის პროცედურები? როგორია კოლექტიური დავის განხილვისა და გადაწყვეტის პროცედურები? რა არის გაფიცვა და ლოკაუტი? რა შედეგები მოჰყვება გაფიცვის და ლოკაუტის დაწყებას? რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს გაფიცვა და ლოკაუტი? რა უფლებრივ გარანტიებს ითვალისწინებს კანონი დასაქმებულთათვის გაფიცვისა და ლოკაუტის დროს?

    სტუდიაში კითხვებს პასუხობს:

    გელა შაშიაშვილი - იურისტი, სამოქალაქო აქტივობების ცენტრის ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულების ხელმძღვანელი.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]