- ირაკლი ქადაგიშვილი არჩევნების მეორე ტურისთვის მზადებას იწყებს და თელავის, ახმეტის, ლაგოდეხის და ყვარელის მოსახლეობას მობილიზაციისკენ მოუწოდებს;
- ცესკოს მონაცემები 18 საათისთვის - 3735 უბნის მიხედვით „ქართული ოცნება“ 48.05% და „ენმ - დემოკრატიული საქართველო“ 27.07%;
- ოპოზიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევს და თბილისში აქციას მართავს;
- ევროპის საბჭო - არჩევნების დღესვე შედეგების ეჭქვეშ დაყენება და აქციებისკენ მოწოდება, დემოკრატიისთვის დამახასიათებელი არ არის;
- ადამიანის უფლებათა ცენტრი - საპარლამენტო არჩევნებზე შემაშფოთებელია ტენდენცია, პარტიების კოორდინატორებისა და აგიტატორების გადამეტებული აქტიურობისა და ამომრჩეველთა კონტროლის მცდელობის შესახებ;
- „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ – 170 დარღვევის და 46 საჩივრის საფუძველზე ცალსახაა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, წინა არჩევნებთან შედარებით, უკან გადადგმული ნაბიჯი იყო;
- საია - საარჩევნო ადმინისტრაციამ ვერ შეძლო ოპერატიულობისა და ღიაობის მაღალი სტანდარტის ჩვენება;
- შსს - არჩევნების დრო, „პუბლიკის“ ჟურნალისტზე მომხდარ ინციდენტზე დაწყებულ გამოძიებას, ახალი მუხლი დაემატა;
- არჩილ თალაკვაძე - ქართული ოცნების პარლამენტში შეკრებას და მუშაობის დაწყებას არ ექნება პრობლემა.
ახალი ამბების გამოშვებას რიზვან გორგიშვილი უძღვება