ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარდგენილი ალექსი ფიცხელაური და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ზურაბ ოტიაშვილი. არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.
11 დეკემბერს საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა, რომელიც მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატების დასწრებით, 60-ვე ოპოზიციონერი დეპუტატის ბოიკოტის ფონზე ჩატარდა. „ქართული ოცნებიდან“ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ ორშაბათიდან პარლამენტი სრულფასოვან მუშაობას გააგრძელებს.
„განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევ იმას, რომ მოხდეს თვითმმართველობის უფლებების შემდგომი გაფართოება და აგრეთვე, სოფლის მეურნეობის პროგრამების კიდევ უფრო მეტად მორგება თითოეული ფერმერის საჭიროებებზე“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგების მიხედვით, პარლამენტში თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატი გახდა.
პანკისის ხეობაში, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ირაკლი ქადაგიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გიორგი ბოტკოველი სერიოზული უპირატესობით დაამარცხა და ეს იმ ფონზე, როცა ოპოზიციამ მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა, ხოლო მოსახლეობის აქტივობა პირველ ტურთან შედარებით გაცილებით დაბალი იყო.
ახალი ამბების სპეციალურ გამოშვებას რიზვან გორგიშვილი უძღვება.
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, 18:00 საათისთვის, ამომრჩეველთა აქტივობა - 28.89%-ია, მაშინ როცა 31 ოქტომბერს, არჩევნების პირველ ტურში, დღის იმავე მონაკვეთში, ამომრჩეველთა აქტივობა 46.15%-ს აღწევდა.
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, 15:00 საათისთვის, ამომრჩეველთა აქტივობა 20.9% იყო. 31 ოქტომბერს, არჩევნების პირველ ტურში, დღის იმავე მონაკვეთში, ამომრჩეველთა აქტივობა 22.69%-ს აღწევდა.