- პანკისის ხეობის 6 საარჩევნო უბნიდან 2-ზე არჩევნების მეორე ტური შეცვლილი კომისიის თავმჯდომარეებით ჩატარდება;
- ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი - „არ ვაპირებ, გიორგი ბოტკოველის ამომრჩევლის გულის მოგებას“;
- აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი - „ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტის გამოცხადება, იგივეა, რაც უკვე ნანახი ფილმის ხელახლა ნახვა“;
- გიგა ბოკერია - „ევროპული საქართველოს“ პოზიცია არის მყარი. არაფერი შეიცვლება არც ბოიკოტთან და არც ახალ არჩევნებთან დაკავშირებით“;
- აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო - „მე მქონდა პროდუქტიული საუბრები ჩემს კოლეგებთან და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ძლიერი, დინამიური ორმხრივი ურთიერთობა მტკიცედაა დამყარებული ჩვენს საერთო ღირებულებებსა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულებაზე“;
- 24 ოპოზიციური პარტია - „სახელმწიფო მდივნის ვიზიტი მკაფიო გზავნილია, რომ აშშ რჩება რეგიონში და დგას მისი პარტნიორების გვერდით, იცავს მეგობრების სუვერენიტეტსა და თავისუფლებას“;
- არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს შორის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაგრძელდა;
- „უფლებები საქართველოს“ წარმომადგენელმა კახა წიქარიშვილი - „განხილვის მთავარი თემა იყო სასამართლოში არსებული პრობლემა“;
- „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ პროგრამების მენეჯერი, გია გვილავა - „მაიკ პომპეოსთან შეხვედრაზე სასამართლოს საკითხი ორ კონტექსტში იყო განხილული“;
- მესტიის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხუთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა;
- აჭარის რეგიონში კორონავირუსის შედეგად სამედიცინო პერსონალის ორი წარმომადგენელი გარდაიცვალა;
- ბოლო 24 საათში გამოვლენილია ინფიცირების 3 443 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 539 პირი და გარდაიცვალა 37 ადამიანი;
- 2021 წლის იანვრიდან შესაძლოა დენის ტარიფი გაიზარდოს;
- ამერიკის შეერთებული შტატები ყარაბაღში შექმნილი ჰუმანიტარული საგანგებო ვითარების საპასუხოდ 5 მილონ აშშ დოლარს გამოყოფს;
- საფრანგეთი პირველი ქვეყანა გახდა ევროპაში, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა;
- 19 ნოემბრის ამინდის პროგნოზი: პანკისის ხეობა +3, ახმეტა +2, გურჯაანი +1, თელავი +2, ლაგოდეხში +4, სიღნაღში +2.