• საინფორმაციო გამოშვება – 18.11.2020

    ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2020 23:20 view 900
    საინფორმაციო გამოშვება – 18.11.2020

    ახალი ამბების მთავარ გამოშვებას რიზვან გორგიშვილი უძღვება. 

    • პანკისის ხეობის 6 საარჩევნო უბნიდან 2-ზე არჩევნების მეორე ტური შეცვლილი კომისიის თავმჯდომარეებით ჩატარდება;
    • ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი - არ ვაპირებ, გიორგი ბოტკოველის ამომრჩევლის გულის მოგებას;
    • აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი - „ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტის გამოცხადება, იგივეა, რაც უკვე ნანახი ფილმის ხელახლა ნახვა;
    • გიგა ბოკერია - „ევროპული საქართველოს“ პოზიცია არის მყარი. არაფერი შეიცვლება არც ბოიკოტთან და არც ახალ არჩევნებთან დაკავშირებით“;
    • აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო - „მე მქონდა პროდუქტიული საუბრები ჩემს კოლეგებთან და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ძლიერი, დინამიური ორმხრივი ურთიერთობა მტკიცედაა დამყარებული ჩვენს საერთო ღირებულებებსა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულებაზე“;
    • 24 ოპოზიციური პარტია - სახელმწიფო მდივნის ვიზიტი მკაფიო გზავნილია, რომ აშშ რჩება რეგიონში და დგას მისი პარტნიორების გვერდით, იცავს მეგობრების სუვერენიტეტსა და თავისუფლებას;
    • არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს შორის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაგრძელდა;
    • „უფლებები საქართველოს“ წარმომადგენელმა კახა წიქარიშვილი - „განხილვის მთავარი თემა იყო სასამართლოში არსებული პრობლემა“;
    • „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ პროგრამების მენეჯერი, გია გვილავა - „მაიკ პომპეოსთან შეხვედრაზე სასამართლოს საკითხი ორ კონტექსტში იყო განხილული“;
    • მესტიის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხუთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა;
    • აჭარის რეგიონში კორონავირუსის შედეგად სამედიცინო პერსონალის ორი წარმომადგენელი გარდაიცვალა;
    • ბოლო 24 საათში გამოვლენილია ინფიცირების 3 443 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 539 პირი და გარდაიცვალა 37 ადამიანი;
    • 2021 წლის იანვრიდან შესაძლოა დენის ტარიფი გაიზარდოს;
    • ამერიკის შეერთებული შტატები ყარაბაღში შექმნილი ჰუმანიტარული საგანგებო ვითარების საპასუხოდ 5 მილონ აშშ დოლარს გამოყოფს;
    • საფრანგეთი პირველი ქვეყანა გახდა ევროპაში, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა;
    • 19 ნოემბრის ამინდის პროგნოზი: პანკისის ხეობა +3, ახმეტა +2, გურჯაანი +1, თელავი +2, ლაგოდეხში +4, სიღნაღში +2.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]