• weather cur horoscope

    საინფორმაციო გამოშვება – 19.11.2020 

    ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2020 21:58 view 711
    საინფორმაციო გამოშვება – 19.11.2020 

    ახალი ამბების მთავარ გამოშვებას რიზვან გორგიშვილი უძღვება. 

    • კორონავირუსის გამო დუისის N26 და ჯოყოლოს N23 საარჩევნო უბნების კომისიებში ცვლილება მოხდა;
    • „ენმ-ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარი დეპუტატობის 12 კანდიდატი საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს;
    • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურზე, საარჩევნო უბნებთან ე.წ. სირცხვილის დერეფანს აღარ მოაწყობს;
    • საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ - მოლაპარაკების საგანი არ შეიძლება იყოს ქართველი ხალხის არჩევანის გადახედვა;
    • ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავა - სახელმწიფო დეპარტამენტი ოპოზიციას მოუწოდებს, დესტრუქციულ ბოიკოტს თავი დაანებოს;
    • კახეთში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში რეგიონში ინფიცირების 238 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა;
    • 24 საათში ქვეყანაში COVID-19-ის 3697 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 2409 და გარდაიცვალა 38 ადამიანი;
    • პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია - დაახლოებით 150 000 კომპანიას შესაძლებლობა ექნება ავტომატურად დაიბრუნოს დღგ;
    • იპოთეკურ სესხზე მთავრობის 4%-იანი სუბსიდირების პროგრამის ბიუჯეტი სრულადაა ათვისებული;
    • საქსტატი - III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით 0.7%-ით გაიზარდა და 11.9% შეადგინა;
    • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, კენჭისყრის წესით 36 მოსამართლე თანამდებობაზე განწესდა;
    • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი - სასამართლოს კარი ღია არ არის პროფესიონალებისთვის;
    • აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - მაიკ პომპეომ და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აშშ-საქართველოს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს;
    • 20 ნოემბრის ამინდის პროგნოზი: პანკისის ხეობა +3, ახმეტა +2, გურჯაანი 0, თელავი +2, ლაგოდეხი +5, სიღნაღი +2.

    სიახლეები

    «ქართულმა ოცნებამ» პანკისსა და ქვემო ალვანში მაჟორიტარული არჩევნები წააგო

    პანკისის ხეობაში, ხალაწნისა და ჯოყოლოს მაჟორიტარულ ოლქში, რომელიც აერთიანებს სოფლებს…

    ვინ არიან ახმეტის მერობის კანდიდატები

    ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის: „ქართული…

    მოსახლეობას აცრისთვის ყველა პირობას ვუქმნით – ნელი ხიზანიშვილი

    აგვისტოში კახეთში კორონავირუსის 10 000-ზე მეტი შემთხვევა აღირიცხა. დაავადებათა კონტროლის…
  • პოპულარული

  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]