- 12 საათისთვის თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში არჩევნებზე 15 844 ამომრჩეველი მივიდა;
- პანკისის ხეობაში საარჩევნო უბნებზე დაბალი აქტივობა ფიქსირდება – რამზან გორგიშვილის ჩართვა;
- 12 საათისთვის საქართველოში ამომრჩეველთა აქტივობა 8.29% იყო – ცესკო;
- ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა – იმედი მაქვს, ოპოზიცია საკუთარი ამომრჩევლის მიერ დაკისრებულ მისიას შეასრულებს;
- ბიძინა ივანიშვილი – 31 ოქტომბრის არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩატარდა;
- ირაკლი კობახიძე – ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების შუალედური ვარიანტი შესაძლოა მოლაპარაკების მესამე რაუნდზე გამოიკვეთოს;
- სალომე ზურაბიშვილი – დიდი იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ძალიან ეფექტური, საქმიანი, მრავალპარტიული პარლამენტი;
- კახა კალაძე – ხელახალი არჩევნების ჩატარების საფუძველი არ არსებობს;
- ოპოზიციის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან დილით აქცია გამართეს;
- ხატია დეკანოიძე – ივანიშვილის ხმის მიცემის პროცედურას თუ დავაკვირდებით, მივხვდებით როგორ საქართველოში არ გვინდა ცხოვრება;
- გიორგი გახარია – უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან მოლაპარაკება;
- ხულოში, სოფელ წაბლანას და წაბლიანის მოსახლეობა პროტესტის ნიშნად კვლავ არ მიდის არჩევნებზე;
- მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარულ ოლქში შატილის უბანი უამინდობის გამო ვერ გაიხსნა.
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, პანკისის სათემო რადიოს ეთერში სპეციალური საინფორმაციო გამოშვებები 18:00, 20:00 და 22:00 საათებზეც გავა. რადიო „ვეის“ ჟურნალისტები მსმენელს მიაწვდიან ინფორმაციას როგორც პანკისის ხეობაში, ასევე მთელს საქართველოში არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.