• საინფორმაციო გამოშვება – 30.11.2020

    ორშაბათი, 30 ნოემბერი 2020 21:59 view 1152
    საინფორმაციო გამოშვება – 30.11.2020

    ახალი ამბების მთავარ გამოშვებას რიზვან გორგიშვილი უძღვება.

    • მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობის წინ კარვის გაშლას აპირებს და კვლავ საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს;
    • პანკისის ხეობაში დღეს კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა;
    • 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 3126-ით გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 3937, გარდაიცვალა – 37 კოვიდ-ინფიცირებული;
    • ამირან გამყრელიძის განცხადებით, ანტივირუსული მოქმედების პრეპარატს, „რემდესივირს“ საქართველოში მალე შემოიტანენ;
    • ჯანდაცვის მინისტრის თქმით, კოვიდ-პაციენტების მართვის კუთხით პრობლემები და ხარვეზები არის, რომელთა აღმოფხვრასაც ჯანდაცვის სისტემა ცდილობს;
    • 24 საათში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1244 ფაქტი გამოვლინდა – შსს;
    • მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების აღსრულების პროცესიც განიხილეს; 
    • გიგი უგულავას განცხადებით, გაიმართება თუ არა მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, ეს ხელისუფლების „გონივრულ წინადადებაზეა“ დამოკიდებული;
    • არჩილ თალაკვაძე – შეთანხმებასთან ახლოს ვართ ყველანი, თუმცა ბოლო ეტაპი მოითხოვს მეტ ნებისყოფას;
    • ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა წინასწარ პატიმრობაში დატოვეს;
    • პირველი დეკემბრის ამინდის პროგნოზი: პანკისის ხეობა, ახმეტა, თელავი და გურჯაანი +4, ლაგოდეხი +7, სიღნაღი +5.

     

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]