• საინფორმაციო გამოშვება – 03.12.2020

    ხუთშაბათი, 03 დეკემბერი 2020 21:52 view 1517
    საინფორმაციო გამოშვება – 03.12.2020

    ახალი ამბების მთავარ გამოშვებას რიზვან გორგიშვილი უძღვება. 

    • დღეიდან კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირების პროგრამა დაიწყო;
    • ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, კოვიდ-19-ის მცირე სიმპტომების არსებობის შემთხვევაში ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი ჩაიტარონ;
    • დუისის და ომალოს ამბოლატორიის ექიმების განცხადებით, ბოლო 24 საათში 9 პაციენტმა მიმართა კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენის თაობაზე;
    • კახეთის რეგიონში კორონავირუსი კიდევ 104 ადამიანს დაუდასტურდა;
    • მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური ხელმძღვანელის ლიკა მუმლაძის განმარტებით, 24 წლის პაციენტის გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსის მძიმე მიმდინარეობა და თანმხლები დაავადება გახდა;
    • ბოლო მონაცემებით საქართველოში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 260 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2947 პირი და გარდაიცვალა - 45;
    • კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის იცვლება ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმი;
    • დღეს „ლელო საქართველოსთვის“ ცენტრალურ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა გაიმართა;
    • ელენე ხოშტარია არსებული ქვეყნის პრობლემა და პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას ეკისრება;
    • გიგა ბოკერია ჩვენი ყველა წინადადება არის ხელახალი არჩევნების ქოლგის ქვეშ;
    • ზურაბ ჯაფარიძე ოპოზიციის მოთხოვნები, რაღაც ნაწილში გაიზარდა, რაღაც ნაწილში დასუსტდა;
    • კახა კალაძე იმედი მაქვს ოპოზიციასთან მოლაპარაკებები „დადებითად და წარმატებით დასრულდება“;
    • ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, არასწორია ინფორმაცია, თითქოს მიმდინარე წელს, ვერ მოხდა თანხების ათვისება და არსებობს რისკები რესურსების არაეფექტიანად გახარჯვის თაობაზე;
    • 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება დღეს დაიწყო;
    • ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა - 300 ლარს 1000 ლარი ჯობია, მაგრამ ესაა, რისი გაღებაც შეგვიძლია;
    • დავით ზალკალიანის განცხადებით, ნატო-ს მინისტერიალმა ერთხმად დაამტკიცა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი;
    • სომხეთის ოპოზიცია, რომელიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს რამდენიმე კვირაა მართავს, მინისტრთა კაბინეტის მეთაურის პოსტზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვაზგენ მანუკიანის კანდიდატურას უჭერს მხარს;
    • ჟოზეფ ბორელი გვწამს, რომ სამხრეთ კავკასიაში გაჭიანურებული კონფლიქტების გადაწყვეტა მხოლოდ ეუთო-ს პრინციპების დაცვითაა შესაძლებელი, ეს ეხება არა მხოლოდ მთიან ყარაბაღს, არამედ საქართველოსა და მოლდოვასაც;
    • სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სლოვაკეთი მზადაა, მხარდაჭერა გაუწიოს უკრაინას და საქართველოს ნატო-ში თანამშრომლობის გაღრმავებაში;
    • ლიეტუვის საგარეო უწყება ნატო-ს მინისტერიალთან დაკავშირებით მოქმედმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა ალიანსის მოკავშირეების ყურადღება საქართველოსა და უკრაინასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობაზე გაამახვილა;
    • ოთხი დეკემბრის ამინდის პროგნოზი პანკისის ხეობა +8, ახმეტა +8, გურჯაანი +8, თელავი +7, ლაგოდეხი +3, სიღნაღი +6.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]