- დღეიდან კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირების პროგრამა დაიწყო;
- ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, კოვიდ-19-ის მცირე სიმპტომების არსებობის შემთხვევაში ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი ჩაიტარონ;
- დუისის და ომალოს ამბოლატორიის ექიმების განცხადებით, ბოლო 24 საათში 9 პაციენტმა მიმართა კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენის თაობაზე;
- კახეთის რეგიონში კორონავირუსი კიდევ 104 ადამიანს დაუდასტურდა;
- მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური ხელმძღვანელის ლიკა მუმლაძის განმარტებით, 24 წლის პაციენტის გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსის მძიმე მიმდინარეობა და თანმხლები დაავადება გახდა;
- ბოლო მონაცემებით საქართველოში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 260 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2947 პირი და გარდაიცვალა - 45;
- კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის იცვლება ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმი;
- დღეს „ლელო საქართველოსთვის“ ცენტრალურ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა გაიმართა;
- ელენე ხოშტარია – არსებული ქვეყნის პრობლემა და პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას ეკისრება;
- გიგა ბოკერია – ჩვენი ყველა წინადადება არის ხელახალი არჩევნების ქოლგის ქვეშ;
- ზურაბ ჯაფარიძე – ოპოზიციის მოთხოვნები, რაღაც ნაწილში გაიზარდა, რაღაც ნაწილში დასუსტდა;
- კახა კალაძე – იმედი მაქვს ოპოზიციასთან მოლაპარაკებები „დადებითად და წარმატებით დასრულდება“;
- ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, არასწორია ინფორმაცია, თითქოს მიმდინარე წელს, ვერ მოხდა თანხების ათვისება და არსებობს რისკები რესურსების არაეფექტიანად გახარჯვის თაობაზე;
- 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება დღეს დაიწყო;
- ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა - 300 ლარს 1000 ლარი ჯობია, მაგრამ ესაა, რისი გაღებაც შეგვიძლია;
- დავით ზალკალიანის განცხადებით, ნატო-ს მინისტერიალმა ერთხმად დაამტკიცა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი;
- სომხეთის ოპოზიცია, რომელიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს რამდენიმე კვირაა მართავს, მინისტრთა კაბინეტის მეთაურის პოსტზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვაზგენ მანუკიანის კანდიდატურას უჭერს მხარს;
- ჟოზეფ ბორელი – გვწამს, რომ სამხრეთ კავკასიაში გაჭიანურებული კონფლიქტების გადაწყვეტა მხოლოდ ეუთო-ს პრინციპების დაცვითაა შესაძლებელი, ეს ეხება არა მხოლოდ მთიან ყარაბაღს, არამედ საქართველოსა და მოლდოვასაც;
- სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – სლოვაკეთი მზადაა, მხარდაჭერა გაუწიოს უკრაინას და საქართველოს ნატო-ში თანამშრომლობის გაღრმავებაში;
- ლიეტუვის საგარეო უწყება ნატო-ს მინისტერიალთან დაკავშირებით მოქმედმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა ალიანსის მოკავშირეების ყურადღება საქართველოსა და უკრაინასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობაზე გაამახვილა;
- ოთხი დეკემბრის ამინდის პროგნოზი – პანკისის ხეობა +8, ახმეტა +8, გურჯაანი +8, თელავი +7, ლაგოდეხი +3, სიღნაღი +6.