- კახეთში კორონავირუსით ინფიცირების 335 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ერთი ახალი შემთხვევაა გამოვლენილი პანკისის ხეობაში;
- 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 5068 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 2336 და გარდაიცვალა 38 პაციენტი;
- დაავადებათა კონტროლისა ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მატება, ტესტირების გაფართოვებას უკავშირდება;
- ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში კოვიდ 19-ით რეინფიცირება ჯერჯერობით არ არის დადასტურებული და მიმდინარეობს კვლევები;
- ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უარყო ინფორმაცია, რომ კოვიდინფიცირებულების კლინიკაში გადაყვანა ნაცნობობით ხდება;
- ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველო ლეტალობის მხრივ დაბალ მაჩვენებელზე რჩება;
- ჯანდაცვის სამინისტროსთან ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აქცია გამართეს და მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს;
- ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ 19-თან დაკავშირებით დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის 1041 ადამიანი დააჯარიმეს;
- ელჩებსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა;
- ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი - ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, რომ პროგრესს მივაღწიოთ;
- „გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განმარტებით, როდის ჩაინიშნება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, ჯერჯერობით უცნობია.
- პროკურატურამ ისნის N5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულების მიმოწერა გაასაჯაროვა;
- აზერბაიჯანთან საზღვრის სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მიქელაძე, ე.წ. კარტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით, გენერალურ პროკურატურაში მივიდა;
- შს მინისტრი ვახტანგ გომელაური არ გამორიცხავს, რომ ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის ძებნილი ბადრი ესებუა საერთაშორისო ძებნილად გამოცხადდეს;
- 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3115 ლარი გახდა;
- ხვალ, 5 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება.