- ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე სანდრა რულოვსი ტელეფონით, გერმანიაში გამოკითხეს;
- დუისის საჯარო სკოლა ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის 2020 წლის გამარჯვებული გახდა, რომელიც ეკოკლუბმა 660 აქტივობის ჩატარებისთვის მიიღო;
- ბოლო დღე-ღამეში, პანკისის ხეობაში კოვიდ ინფექციის 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა;
- ბოლო 24 საათში, საქართველოში კოვიდ19-ის 4570 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის 52 კახეთში. გარდაიცვალა 43 ადამიანი;
- ეკატერინე ტიკარაძის თქმით, „რემდესივირს“ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე შემოიტანენ;
- სახალხო დამცველი ანგარიშით, კოვიდ პაციენტების რაოდენობის სწრაფი ტემპით ზრდის ფონზე, სულ უფრო რთულდება მოსახლეობისთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიწოდება;
- ბიძინა კულუმბეგოვი: „აუცილებელია მოქალაქეების 90-95%-მა, შინ და გარეთ პირბადე ატაროს“.
- „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ იმ კანონების სიას აქვეყნებს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო ერთპარტიულ პარლამენტის არსებობის შემთხვევაში ვერ მიიღებს;
- ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი გადაიდო;
- „სტრატეგია აღმაშენებელი“ საპარლამენტო სიების ჩახსნას აპირებს;
- „ლელო“ უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე;
- ალექსანდრე ელისაშვილი გიგა ბოკერიას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების ჩაშლას აბრალებს;
- ჟენევაში, 10-11 დეკემბერს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი გაიმართება;
- 11 დეკემბრის ამინდის პროგნოზი: პანკისის ხეობა +2, ახმეტა +2, გურჯაანი +4, ლაგოდეხი +2, თელავი +4, სიღნაღი +4.