• საინფორმაციო გამოშვება – 10.12.2020

    პარასკევი, 11 დეკემბერი 2020 10:23 view 914
    საინფორმაციო გამოშვება – 10.12.2020

    ახალი ამბების მთავარ გამოშვებას რიზვან გორგიშვილი უძღვება.

    • ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე სანდრა რულოვსი ტელეფონით, გერმანიაში გამოკითხეს;
    • დუისის საჯარო სკოლა ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის 2020 წლის გამარჯვებული გახდა, რომელიც ეკოკლუბმა 660 აქტივობის ჩატარებისთვის მიიღო;
    • ბოლო დღე-ღამეში, პანკისის ხეობაში კოვიდ ინფექციის 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა;
    • ბოლო 24 საათში, საქართველოში კოვიდ19-ის 4570 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის 52 კახეთში. გარდაიცვალა 43 ადამიანი;
    • ეკატერინე ტიკარაძის თქმით, „რემდესივირს“ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე შემოიტანენ;
    • სახალხო დამცველი ანგარიშით, კოვიდ პაციენტების რაოდენობის სწრაფი ტემპით ზრდის ფონზე, სულ უფრო რთულდება მოსახლეობისთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიწოდება;
    • ბიძინა კულუმბეგოვი: „აუცილებელია მოქალაქეების 90-95%-მა, შინ და გარეთ პირბადე ატაროს“.
    • „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ იმ კანონების სიას აქვეყნებს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო ერთპარტიულ პარლამენტის არსებობის შემთხვევაში ვერ მიიღებს;
    • ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი გადაიდო;
    • „სტრატეგია აღმაშენებელი“ საპარლამენტო სიების ჩახსნას აპირებს;
    • „ლელო“ უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე;
    • ალექსანდრე ელისაშვილი გიგა ბოკერიას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების ჩაშლას აბრალებს;
    • ჟენევაში, 10-11 დეკემბერს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი გაიმართება;
    • 11 დეკემბრის ამინდის პროგნოზი: პანკისის ხეობა +2, ახმეტა +2, გურჯაანი +4, ლაგოდეხი +2, თელავი +4, სიღნაღი +4.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]