• საინფორმაციო გამოშვება – 11.12.2020

    პარასკევი, 11 დეკემბერი 2020 21:15 view 1307
    საინფორმაციო გამოშვება – 11.12.2020

    ახალი ამბების მთავარ გამოშვებას რიზვან გორგიშვილი უძღვება.

    • დღეს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ოპოზიციის გარეშე ჩატარდა – რამზან გორგიშვილის ჩართვა;
    • ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად, ოპოზიციური პარტიების ნაწილმა საჯაროდ ხელი მოაწერა 3 დოკუმენტს;
    • „რესპუბლიკურმა პარტიის“ წევრები მანდატების დათმობის შესახებ განცხადებით პარლამენტს მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ მიმართავენ;
    • სალომე სამადაშვილი – „რესპუბლიკელებს“, როგორც ბლოკის წევრ დამოუკიდებელ პარტიას, გადაწყვეტილების ავტონომიურადაც მიღება შეუძლიათ;
    • აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი – ვისურვებდით, რომ პარლამენტის ყველა არჩეული წევრი გვენახა სხდომაზე;
    • ზურაბ ხანგოშვილი ადასტურებს, რომ მისი ძმა, ზელიმხან ხანგოშვილი მკვლელობის დღეს სანდრა რულოვსს უნდა შეხვედროდა;
    • პანკისის ხეობაში კოვიდ 19-ის სულ 72 შემთხვევა დასტურდება;
    • სოფელ დუისში კორონავირუსი სულ 42 ადამიანს დაუდასტურდა;
    • ანტიგენზე დამყარებული ტესტის გაკეთება სოფელ დუისში, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში უფასოდ არის შესაძლებელი;
    • საქართველოში, 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 4146 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2129 და გარდაიცვალა 37 ადამიანი;
    • 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 721 ფაქტი გამოვლინდა;
    • ევროკავშირის ლიდერებმა 1.8 ტრილიონი ევროს მოცულობის ბიუჯეტი დაამტკიცეს;
    • აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს, ასევე მასთან დაკავშირებულ 5 კერძო პირსა და რუსეთში რეგისტრირებულ 6 კომპანიას ადამიანის უფლებების დარღვევაში მონაწილეობის გამო სანქციები დაუწესა;
    • 12 დეკემბრის ამინდის პროგნოზი - პანკისის ხეობა +2, ახმეტა +2, გურჯაანი +2, თელავი +1, ლაგოდეხი +2, სიღნაღი 0.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]