- დღეს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ოპოზიციის გარეშე ჩატარდა – რამზან გორგიშვილის ჩართვა;
- ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად, ოპოზიციური პარტიების ნაწილმა საჯაროდ ხელი მოაწერა 3 დოკუმენტს;
- „რესპუბლიკურმა პარტიის“ წევრები მანდატების დათმობის შესახებ განცხადებით პარლამენტს მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ მიმართავენ;
- სალომე სამადაშვილი – „რესპუბლიკელებს“, როგორც ბლოკის წევრ დამოუკიდებელ პარტიას, გადაწყვეტილების ავტონომიურადაც მიღება შეუძლიათ;
- აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი – ვისურვებდით, რომ პარლამენტის ყველა არჩეული წევრი გვენახა სხდომაზე;
- ზურაბ ხანგოშვილი ადასტურებს, რომ მისი ძმა, ზელიმხან ხანგოშვილი მკვლელობის დღეს სანდრა რულოვსს უნდა შეხვედროდა;
- პანკისის ხეობაში კოვიდ 19-ის სულ 72 შემთხვევა დასტურდება;
- სოფელ დუისში კორონავირუსი სულ 42 ადამიანს დაუდასტურდა;
- ანტიგენზე დამყარებული ტესტის გაკეთება სოფელ დუისში, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში უფასოდ არის შესაძლებელი;
- საქართველოში, 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 4146 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2129 და გარდაიცვალა 37 ადამიანი;
- 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 721 ფაქტი გამოვლინდა;
- ევროკავშირის ლიდერებმა 1.8 ტრილიონი ევროს მოცულობის ბიუჯეტი დაამტკიცეს;
- აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს, ასევე მასთან დაკავშირებულ 5 კერძო პირსა და რუსეთში რეგისტრირებულ 6 კომპანიას ადამიანის უფლებების დარღვევაში მონაწილეობის გამო სანქციები დაუწესა;
- 12 დეკემბრის ამინდის პროგნოზი - პანკისის ხეობა +2, ახმეტა +2, გურჯაანი +2, თელავი +1, ლაგოდეხი +2, სიღნაღი 0.