- ბოლო მონაცემებით, კახეთის რეგიონში კოვიდ ინფიცირების 68 ახალი შემთხვევა დადასტურდა;
- საქართველოში, 24 საათში, ვირუსით ინფიცირების 1337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 49 ადამიანი და გამოჯანმრთელდა – 3498;
- ამირან გამყრელიძე – მომავალი ორი კვირის განმავლობაში მოსალოდნელია კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების ზრდა;
- ქუთაისში კორონავირუსს კიდევ ერთი ექიმი ემსხვერპლა;
- მოიხსნება თუ არა 24 დეკემბერს რეგულაციები – ეკატერინე ტიკარაძისა და ნათია თურნავას განცხადებები;
- თამარ გაბუნია – დღეს კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევების სიმცირე, შაბათ-კვირას ჩატარებული ტესტების სიმცირეს უკავშირდება;
- ქისტმა და ქართველმა ახალგაზრდებმა პანკისის ხეობის სოფელ დუისის სკვერში 35 ფიჭვის ნერგი დარგეს;
- „ქართული ოცნებამ“ პარლამენტს ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარიას კანდიდატურა წარუდგინა;
- მეათე მოწვევის პარლამენტში დღეს საკანონმდებლო მუშაობა განახლდა;
- ირაკლი კობახიძე – „ქართული ოცნება“ „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელისგან მოითხოვს, წარმოადგინოს იმ საარჩევნო უბნების (8%-ის) ჩამონათვალი, სადაც მათი მტკიცებით, ბიულეტენების სიჭარბე გამოვლინდა;
- „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი ელენე ნიჟარაძე – არჩევნებთან დაკავშირებით გამოვლენილი ხარვეზების გამო, პირადი პასუხისმგებლობის საკითხს ვერ ვხედავ;
- ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის ოჯახის თქმით, ხელისუფლებამ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმისგან ტყვის გამოსახსნელად არაფერი გააკეთა;
- ევროკავშირმა საქართველოს 60 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გამოუყო COVID-19-ს კრიზისის დასაძლევად;
- აზერბაიჯანის ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში შეტაკებების შედეგად, 4 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა;
- აშშ-ში ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-სა და მისი გერმანული პარტნიორის, BioNTech-ის, მიერ შექმნილი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებით მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია დღეს იწყება;
- 12 დეკემბრის ამინდის პროგნოზი: პანკისის ხეობა +6, ახმეტა +7, გურჯაანი +7, თელავი +6, ლაგოდეხი +7, სიღნაღი +5;