- 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 2981 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2001 პაციენტი და გარდაიცვალა – 31;
- ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პრეპარატი „რემდესივირი“ უკვე საქართველოშია;
- გიორგი გახარია – 28 ნოემბრიდან დაწესებული რეგულაციებით ინფექციის გავრცელება შეჩერებულია;
- კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოს მიერ რეგულარულ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვა 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით გაგრძელდა;
- „ქართული ოცნების“ კანონპროექტების პაკეტი ითვალისწინებს სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტას და შეჩერებას იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს ან რომელთა წარდგენით არჩეული დეპუტატები არასაპატიო მიზეზით აცდენენ პარლამენტის პლენარულ სხდომებს;
- ანა ნაცვლიშვილი – უმრავლესობის ლიდერის დღევანდელი გზავნილები იყო სახელმწიფოებრივად სახიფათო, ადამიანურად სამწუხარო, სამართლებრივად ანტიკონსტიტუციური და პოლიტიკურად დამარცხებული ძალის ხმა;
- ირმა ნადირაშვილი – ბიძინა ივანიშვილს ისტერიული რეაქცია აქვს, რადგან ოპოზიციის პარლამენტში შეყვანა ვერ შეძლო და ერთპარტიული, ჩრდილოეთ კორეული პარლმენტი მიიღო;
- თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ პროკურატურის გადაწყვეტილებას გამოძიების დასრულების თაობაზე გაასაჩივრებენ;
- შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ კიბერდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა, 1 არასრულწლოვანი კი ამხილა;
- სომხეთის ხელისუფლება ეჭვობს, რომ აზერბაიჯანული მხარე არ იძლევა რეალურ ინფორმაციას იმ სამხედროების შესახებ, რომლებიც მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების დროს ტყვედ ჩავარდნენ;
- თურქეთი, აშშ-ის მიერ სანქციების დაწესების მიუხედავად, რუსული S-400-ის ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემების შესყიდვისგან უკან არ დაიხევს;
- ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკავშირის ყველა ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 27-29 დეკემბერს დაიწყება;
- 16 დეკემბრის ამინდის პროგნოზი – პანკისის ხეობა +9, ახმეტა +8, გურჯაანი +9, თელავი +9. ლაგოდეხი +8, სიღნაღი +7;