- კახეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 59-მდე გაიზარდა;
- მთელ საქართველოში კორონავირუსის 2345 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 51 ადამიანი;
- 24 საათში, პოლიციამ პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის 675 პირი დააჯარიმა;
- ბაზრობებზე დასაქმებული მოვაჭრეები მუშაობის განახლების უფლებას ითხოვენ;
- თბილისში M1 კატეგორიის ტაქსის მძღოლებს გრიპის ვაქცინაცია უფასოდ ჩაუტარდებათ;
- თეა ახვლედიანის განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოყვანილ 250-მდე კოვიდ-ინფიცირებულ პაციენტს უმკურნალეს;
- პარლამენტმა 83 ხმით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც პოლიტიკური პარტიების საბიუჯეტო დაფინანსებას ეხება;
- „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიის წევრმა, ავთანდილ ენუქიძემ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო;
- სამხედრო მოსამსახურე თეიმურაზ გიუნაშვილს ეძებენ;
- სომხეთში დაუმორჩილებლობის აქციები გრძელდება;
- რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბრის დროს მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს;
- თურქეთში ოპოზიციური გაზეთის ყოფილ მთავარ რედაქტორს 27 წელზე მეტი ხნით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს;
- მოლდოვის მთავრობა გადადგა;
- 24 დეკემბრის ამინდის პროგნოზი – პანკისის ხეობა +3, ახმეტა +2, გურჯაანი +3, თელავი +1, ლაგოდეხი +3, სიღნაღი +1.