• საინფორმაციო გამოშვება – 23.12.2020

    ოთხშაბათი, 23 დეკემბერი 2020 19:18 view 1025
    საინფორმაციო გამოშვება – 23.12.2020

    ახალი ამბების მთავარ გამოშვებას რიზვან გორგიშვილი უძღვება.

    • კახეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 59-მდე გაიზარდა;
    • მთელ საქართველოში კორონავირუსის 2345 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 51 ადამიანი;
    • 24 საათში, პოლიციამ პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის 675 პირი დააჯარიმა;
    • ბაზრობებზე დასაქმებული მოვაჭრეები მუშაობის განახლების უფლებას ითხოვენ;
    • თბილისში M1 კატეგორიის ტაქსის მძღოლებს გრიპის ვაქცინაცია უფასოდ ჩაუტარდებათ;
    • თეა ახვლედიანის განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოყვანილ 250-მდე კოვიდ-ინფიცირებულ პაციენტს უმკურნალეს;
    • პარლამენტმა 83 ხმით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც პოლიტიკური პარტიების საბიუჯეტო დაფინანსებას ეხება;
    • „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიის წევრმა, ავთანდილ ენუქიძემ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო;
    • სამხედრო მოსამსახურე თეიმურაზ გიუნაშვილს ეძებენ;
    • სომხეთში დაუმორჩილებლობის აქციები გრძელდება;
    • რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბრის დროს მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს;
    • თურქეთში ოპოზიციური გაზეთის ყოფილ მთავარ რედაქტორს 27 წელზე მეტი ხნით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს;
    • მოლდოვის მთავრობა გადადგა;
    • 24 დეკემბრის ამინდის პროგნოზი – პანკისის ხეობა +3, ახმეტა +2, გურჯაანი +3, თელავი +1, ლაგოდეხი +3, სიღნაღი +1.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]