- პანკისში ბირკიანისა და ომალოს დამაკავშირებელი ხიდი შენდება, პროექტზე 3 848 500 ლარი დაიხარჯება – ადგილობრივების კომენტარები;
- პანკისის ხეობაში კოვიდ ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა სოფელ ხალაწანში დაფიქსირდა;
- ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა;
- საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2012 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2638 პირი და გარდაიცვალა 25;
- გიორგი გახარია – ინფორმაცია, თითქოს 3 იანვრიდან სრული ლოქდაუნი, ან გადაადგილების შეზღუდვა იგეგმება ჭორია;
- შსს-მ ბოლო 24 საათში, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის კიდევ 469 პირი დააჯარიმა;
- მამუკა მდინარაძე – მმართველი გუნდი ვადამდელ არჩევნებს „კატეგორიულად არ განიხილავს“;
- გიორგი გახარიამ ოპოზიციურ სპექტრს პარლამენტში შესვლა კიდევ ერთხელ შესთავაზა;
- ივანე მაჭავარიანი – განსაკუთრებული ზიანი მიდგა ტურიზმის სექტორს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდა;
- სემეკმა დენისა და წყალის ახალი ტარიფები დაადგინა;
- კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისთვის 2021 წლის ბიუჯეტიდან ჯამში, 165 მილიონი ლარი გამოიყოფა;
- ნათია თურნავა – ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირება შემდეგი ერთი წლის განმავლობაში მოხდება;
- ხორვატიაში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა;
- დიდ ბრიტანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 41 385 ახალი შემთხვევა გამოვლინდა;
- თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანული სამხედრო ძალების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამმხრივი შეთანხმების აშკარა დარღვევაა;
- 30 დეკემბრის ამინდის პროგნოზი – პანკისის ხეობა +8, ახმეტა +9, გურჯაანი +8, თელავი +8, ლაგოდეხი +8, სიღნაღი +6;