- 11 წლის ალექსანდრე, რომელიც სოფელ ხევისჭალაში ონლაინგაკვეთილებს ქოხიდან ესწრებოდა, გურული დღიურების ფონდის სტიპენდიატი გახდა – თამარ გოზალიშვილის ჩართვა;
- საქართველოში 35 000 სტუდენტს ფინანსური დავალიანების გამო სტატუსი შეჩერებული აქვს – სტუდენტები სწავლის საფასურის შემცირებას ითხოვენ;
- პანკისის ხეობაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა;
- საქართველოში, 24 საათში, კოვიდ 19-ით ინფიცირების 1800 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 489 და გარდაიცვალა 20 ადამიანი;
- ბათუმში კორონავირუსით 22 წლის გოგო გარდაიცვალა;
- ქსნის დაწესებულების ერთი პატიმარი კორონავირუსით გარდაიცვალა;
- დღეს, 6 იანვარს, 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა არ იმოქმედებს;
- საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, რაჭაში ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენიც ჩაერთო;
- გიორგი გახარია – ვცდილობთ, მივაღწიოთ დეოკუპაციას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მშვიდობიანი გზით;
- სომხეთის პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაში იმყოფება;
- კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 30-ზე მეტმა ქვეყანამ დაიწყო;
- აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მდებარე ქალაქი შუშა აზერბაიჯანის კულტურულ დედაქალაქად გამოაცხადა;
- 7 იანვარის ამინდის პროგნოზი: პანკისის ხეობა +5, ახმეტა +5, გურჯაანი +4, თელავი +3, ლაგოდეხი +3, სიღნაღი +2;