- მთიანი რეგიონების მოსახლეობისთვის 2021 წლის იანვრიდან ელექტროენერგიის ფასი იმატებს;
- ნათია თურნავას – ელექტროენერგიის ტარიფის ფასნამატის ნაწილობრივი სუბსიდირება მომხმარებელს კვების პროდუქტების ფასის ცვლილებისგან დაიცავს;
- პირველი თებერვლიდან, მოქალაქეები შეძლებენ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებზე გასვლას;
- სოფელ მატანში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა;
- თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, დიდი რაოდენობით Pfizer-ის ვაქცინის შესანახად საქართველოს ლოჯისტიკური ბაზა არ ეყოფა;
- ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოში ჩინური ვაქცინის შემოტანა ამ ეტაპზე არ განიხილება;
- პაატა იმნაძე – ქვეყანას ამ წუთში გააჩნია „ფაიზერის“ ვაქცინის 200 ათასი დოზის მიღების შესაძლებლობა;
- კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევისთვის კიდევ 1195 ადამიანი დაჯარიმდა;
- ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის დაპირისპირება მოხდა;
- ბიძინა ივანიშვილი – „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი არ ვიქნები;
- ნინო ბურჯანაძის აზრით, ბიძინა ივანიშვილი „თავის ქონებას იცავს შესაძლო სანქციებისგან“;
- დავით გარეჯის საკითხზე გენერალურ პროკურატურაში საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი მანჯგალაძე გამოკითხეს;
- ქრთამის აღების ბრალდებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავეს;
- აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც მაიკ პენსს პრეზიდენტის გადაყენებისკენ მოუწოდებს;
- ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა იური რატასმა გადადგომის შესახებ განაცხადა;
- ბრაზილიაში ჩატარებული კლინიკური ცდების თანახმად, ჩინური კომპანია Sinovac-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 50.4%-ით ეფექტურია;
- კოვიდინფიცირებული სომხეთის პრეზიდენტი ორმხრივი პნევმონიით საავადმყოფოში გადაიყვანეს;
- 14 იანვრის ამინდის პროგნოზი:პანკისის ხეობა +12, ახმეტა +12, გურჯაანი +13, თელავი +12, ლაგოდეხი +12, სიღნაღი +11;