• საინფორმაციო გამოშვება – 13.01.2021

    ოთხშაბათი, 13 იანვარი 2021 19:57 view 1065
    საინფორმაციო გამოშვება – 13.01.2021

    ახალი ამბების მთავარ გამოშვებას რიზვან გორგიშვილი უძღვება.

    • მთიანი რეგიონების მოსახლეობისთვის 2021 წლის იანვრიდან ელექტროენერგიის ფასი იმატებს;
    • ნათია თურნავას – ელექტროენერგიის ტარიფის ფასნამატის ნაწილობრივი სუბსიდირება მომხმარებელს კვების პროდუქტების ფასის ცვლილებისგან დაიცავს;
    • პირველი თებერვლიდან, მოქალაქეები შეძლებენ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებზე გასვლას;
    • სოფელ მატანში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა;
    • თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, დიდი რაოდენობით Pfizer-ის ვაქცინის შესანახად საქართველოს ლოჯისტიკური ბაზა არ ეყოფა;
    • ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოში ჩინური ვაქცინის შემოტანა ამ ეტაპზე არ განიხილება;
    • პაატა იმნაძე – ქვეყანას ამ წუთში გააჩნია „ფაიზერის“ ვაქცინის 200 ათასი დოზის მიღების შესაძლებლობა;
    • კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევისთვის კიდევ 1195 ადამიანი დაჯარიმდა;
    • ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის დაპირისპირება მოხდა;
    • ბიძინა ივანიშვილი – „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი არ ვიქნები;
    • ნინო ბურჯანაძის აზრით, ბიძინა ივანიშვილი „თავის ქონებას იცავს შესაძლო სანქციებისგან“;
    • დავით გარეჯის საკითხზე გენერალურ პროკურატურაში საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი მანჯგალაძე გამოკითხეს;
    • ქრთამის აღების ბრალდებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავეს;
    • აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც მაიკ პენსს პრეზიდენტის გადაყენებისკენ მოუწოდებს;
    • ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა იური რატასმა გადადგომის შესახებ განაცხადა;
    • ბრაზილიაში ჩატარებული კლინიკური ცდების თანახმად, ჩინური კომპანია Sinovac-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 50.4%-ით ეფექტურია;
    • კოვიდინფიცირებული სომხეთის პრეზიდენტი ორმხრივი პნევმონიით საავადმყოფოში გადაიყვანეს;
    • 14 იანვრის ამინდის პროგნოზი:პანკისის ხეობა +12, ახმეტა +12, გურჯაანი +13, თელავი +12, ლაგოდეხი +12, სიღნაღი +11;

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]