- სტრასბურგის სასამართლოში საქართველომ რუსეთს მოუგო 2008 წლის ომის საქმეზე 12-წლიანი დავა;
- პანკისში მდებარე ნაზი დაქიშვილის საოჯახო სასტუმრომ Booking.com-სგან ჯილდო მიიღო;
- USAID-ის პროექტი „ზრდა საქართველოში“ 2021 წლიდან გრანტებს აღარ გასცემს;
- კახეთში ბოლო 24 საათში კოვიდ ინფიცირების 95 ახალი შემთხვევა დადასტურდა;
- პანდემიის გამო დადგენილი შეზღუდვების დარღვევის გამო 1020 პირი დაჯარიმდა;
- ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე – საქართველოს ვაქცინების შესაძენად 64 მილიონიდან 158 მილიონამდე ლარი სჭირდება;
- გენპროკურატურა – ივერი მელაშვილის კაბინეტში აუდიო-ვიდეო მოწყობილობებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა;
- კობა დავითაშვილის გატაცების საქმეზე ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი დამნაშავედ ცნეს;
- ჯო ბაიდენი – აშშ უარს ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დატოვებაზე;
- 21 იანვრის ამინდის პროგნოზი: პანკისის ხეობა +2, ახმეტა +2, გურჯაანი +3, თელავი +2, ლაგოდეხი +1, სიღნაღი +1;