• საინფორმაციო გამოშვება – 01.02.2021

    ორშაბათი, 01 თებერვალი 2021 22:57 view 1060
    საინფორმაციო გამოშვება – 01.02.2021

    ახალი ამბების მთავარ გამოშვებას რიზვან გორგიშვილი უძღვება.

    • პანკისის ხეობის ყველა სოფელში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში დაიწყო;
    • მანანა ნადიბაიძე - ახმეტის მუნიციპალიტეტის 23 სკოლაში სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყო;
    • თელავის საგანმანათლებლო რესურს ცენტრი - თელავის 27 საჯარო სკოლაში მოსწავლეების დასწრება დღეს სულ მცირე 75-80% იყო;
    • ჩხოროწყუს სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეებს მუნიციპალიტეტის მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინეს;
    • დღეიდან თელავის მუნიციპალიტეტში მუნიციპალური ტრანსპორტი აღდგა;
    • ბირკიანის, დუისის და ომალოს მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდება ხვალიდან, ტრანსპორტი გრაფიკით იმოძრავებს, უცვლელი დარჩება მგზავრობის ტარიფი;
    • 1-ელ მარტამდე ქვეყნის მასშტაბით ძალაში რჩება გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე;
    • თელავში, სავაჭრო ცენტრების თანამშრომლების კორონავირუსზე ტესტირება დაიწყო;
    • ბოლო 24 საათში, პანკისის ხეობაში კოვიდ ინფიცირების ახალი შემთხვევები არ დადასტურებულა;
    • კოვიდ რეგულაციებით დაწესებული შეზღუდვების დარღვევის 779 ფაქტი გამოვლინდა;
    • ამირან გამყრელიძე - ხვალ ან ზეგ გვეცოდინება ზუსტი რაოდენობა „ფაიზერის“ ვაქცინის, რომელსაც საქართველო თებერვლის ბოლომდე მიღებს;
    • ეკონომიკის სამინისტრო - საქართველოს მასშტაბით პირველ რიგში, იხსნება არასასურსათო ვაჭრობა, შოპინგ მოლები, მცირე და დიდი ქსელური მაღაზიები;
    • საქართველოს მოქალააქეებს შეეძლებათ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის შემთხვევაში, შემოვიდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე, მესამე დღეს კიდევ ერთი PCR ტესტი გაიკეთონ და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში გათავისუფლდნენ იზოლაციისგან;
    • უცხო ქვეყნის მოქალეებს შეეძლებათ საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდნენ ნებისმიერი ტიპის კოვიდ-ვაქცინის ორი დოზის გაკეთების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით;
    • მომსახურების სააგენტოში მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლას შეძლებენ ის პირები, ვისაც უკვე ჩაბარებული აქვს თეორიული გამოცდა;
    • ფერმერების აგროდიზელით მხარდაჭერის პროგრამა 2021 წლის ბოლომდე გაგრძელდა;
    • მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია;
    • AstraZeneca ევროკავშირს, 2021 წლის პირველ კვარტალში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 9 მილიონ დამატებით დოზას მიაწვდის;
    • მსოფლიოში კორონავირუსით 103 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული;
    • რუსეთში, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ საპროტესტო აქციებზე, 5 135 ადამიანზე მეტი დააკავეს;
    • 1 თებერვლის ამინდის პროგნოზი - პანკისის ხეობა +8, ახმეტა +9, თელავი +13, თუშეთი +6, ლაგოდეხი +13, სიღნაღი +12, საგარეჯო 12, თბილისი +13;

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]