- პანკისის ხეობაში, სკოლების მასწავლებლების, დირექტორების და სხვა თანამშრომლების კოვიდზე ტესტირებები დაიწყო;
- ბოლო 24 საათში, პანკისში კოვიდ ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა;
- კახეთში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა;
- პაატა იმნაძის განცხადებით, „კომენდანტის საათი“ რეგულაციებს შორის ყველაზე ბოლოს მოიხსნება;
- 3 თებერვალს, 11 საათზე, ახმეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება;
- სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო;
- „ქართულმა ოცნებამ“ 51 ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილება არ შეუწყვიტა;
- ირაკლი ქადაგიშვილი – თუ ოპოზიციონერი დეპუტატები საპარლამენტო სესიის სხდომების ნახევარზე მეტს გააცდენენ, დადგება მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი;
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია – მესამე კვირაა, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები კლებულობს.
- ევროკავშირმა არაწევრი ქვეყნების ვიზიტორებისთვის შეზღუდვები გაამკაცრა;
- 3 თებერვლის ამინდის პროგნოზი - პანკისის ხეობა +15, ახმეტა +15, თუშეთი +1, თელავი +13, ლაგოდეხი +10, სიღნაღი +10; საგარეჯო +6, თბილისი +13;