- ახმეტის მუნიციპალიტეტში 132 მასწავლებელის კოვიდ ტესტირების შედეგად ვირუსი ახმეტის მეორე საჯარო სკოლის მასწავლებელს დაუდგინდა;
- ბოლო 24 საათში, პანკისის ხეობაში კოვიდ ინფიცირების შემთხვევა არ დადასტურებულა, კახეთის მასშტაბით კი 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა;
- მანანა ნადიბაიძე – იმისთვის რომ სკოლაში დისტანციური სწავლება გაგრძელდეს საჭიროა 60%-ზე მეტი მშობლის თანხმობა;
- 15 თებერვლიდან თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება;
- თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი 8 თებერვლიდან გაიხსნება;
- ბოლო მონაცემებით პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების დარღვევის 765 ფაქტი გამოვლინდა;
- ფოთში მამაკაცი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს;
- გიორგი გახარია – კანონდამრღვევ ბიზნეს სუბიექტებს სახემწიფოს მხრიდან შეუწყდებათ სუბსიდირება და სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სხვა დახმარებები;
- ნათია თურნავა – ვფიქრობ სწორია, როდესაც სახელმწიფო გადახედავს ყველა სუბიექტის სუბსიდირებას თუ ისინი უკანონოდ გააგრძელებენ საქმიანობას;
- 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა პარლამენტში დღეს დარეგისტრირდა;
- თურქეთში კორონავირუსის „სამხრეთ აფრიკული“ და „ბრაზილიური“ ვარიანტებით ინფიცირების შემთხვევები დადასტურდა;
- ბრიტანეთში დაიწყო Pfizer-ის და Astrazeneca-ს კლინიკური ცდა, რომლის მონაწილეებს პირველ და მეორე დოზას სხვადასხვა ვაქცინის გამოყენებით გაუკეთებენ;
- 5 თებერვლის ამინდის პროგნოზი – პანკისის ხეობა +12, ახმეტა +12, თუშეთი +2, თელავი +11, ლაგოდეხი +14, სიღნაღი +12; საგარეჯო +13, თბილისი +14;