- სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პანკისში მოსახლეობასთან შეხვედრებია დაგეგმილი;
- გიორგი გახარიამ კახეთში გუბერნატორად ირაკლი შიოშვილი დანიშნა;
- პანკისის ხეობაში კოვიდ ინფიცირების ახალი შემთხვევები არ დასტურდება, კახეთში სულ 73 ახალი შემთხვევა გამოვლინდა;
- ახმეტის მუნიციპალიტეტში ერთი სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა;
- ბოლო 24 საათში, კოვიდ-რეგულაციების დარღვევისთვის 665 ადამიანი დააჯარიმეს;
- ჯანდაცვის სამინისტრო – ვინც „კოვიდ 19“ ბოლო 3 თვეში გადაიტანა, ვაქცინაცია მეორე-მესამე კვარტალში ჩაუტარდება;
- ამირან გამყრელიძე – თუ პირბადის ტარების მაჩვენებელი 95%-ზე ავა, მაისში ინფიცირების მაჩვენებელი დღიურად 10-30 იქნება;
- ლაგოდეხში მომხდარი ძალადობის ფაქტზე 43 წლის მამაკაცი დააკავეს;
- ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ყურძნის ხარისხის კონტროლი გამკაცრდება;
- ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს;
- ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ გორის მუნიციპალიტეტის მკვიდრს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა;
- 10 თებერვლის ამინდის პროგნოზი: პანკისის ხეობა +14, ახმეტა +14, თუშეთი +1, თელავი +14, ლაგოდეხი +14, სიღნაღი +13; საგარეჯო +14, თბილისი +14;