- პირველი მარტიდან ახმეტის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მუშაობა განახლდება;
- შუა ხალაწნის საბავშვო ბაღმა სურსათის უვნებლობის მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა და უცნობია როდის გაიხსნება;
- ხვალ, 25 თებერვალს, პანკისის 3 სოფელს – ძიბახევს, დუისს და ომალოს ელექტორენერგია 11:00-დან 16:00 სთ-მდე არ ექნება;
- 25 თებერვლიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა აღდგება;
- პანკისის ხეობაში კოვიდ-ინფიცირების შემთხვევები არ გამოვლენილა. კახეთში კორონავირუსი ჯამში 24 ადამიანს დაუდასტურდა;
- საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის 3 შემთხვევაა დადასტურებული – გამყრელიძე;
- მინდა, მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა, გავხსნათ ნამდვილი დიალოგი – ღარიბაშვილი;
- 25 თებერვლის ამინდის პროგნოზი: პანკისი +2, ახმეტა +1, თუშეთი -3, თელავი -1, ლაგოდეხი -1 , სიღნაღი -1, საგარეჯო -1, თბილისი 0.