- გრიპის ვირუსის გამო პანკისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი შეწყდა;
- ახმეტის მუნიციპალიტეტში კიდევ 3 სოფლის გაზიფიკაცირება მოხდება;
- კახეთში ახალი გზების პროექტირება იწყება;
- ევროპარლამენტში საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესებაზე შეთანხმება მიღწეულია;
- სემეკი ელექტროენერგიის ტარიფის ზრდას არ გამორიცხავს;
- ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7831 ლარი გახდა;
- პრეზიდენტს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტების თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილება აღარ ექნება;
- საკონსტიტუციო კომისიის დაკომპლექტება კვირის ბოლოს დასრულდება;
- თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობასთან დაკავშირებით პოლიციამ 6 ადამიანი დააკავა;
- ბერლინის ცენტრში საშობაო ბაზრობაზე სატვირთო ავტომანქანის შევარდნის შედეგად 12 ადამიანი გარდაიცვალა.