- მთავრობამ პანკისის ხეობაში ელექტროენერგიის ქსელის რეაბილიტაციისთვის 580 ათასი ლარი გამოყო;
- საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მომოსვლა ძალაში შევიდა;
- როგორ აფასებენ ევროპასთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებას პანკისის ხეობაში - გამოკითხვა;
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროპოლს შორის შეთანხმებას ხელი 4 აპრილს მოეწერება;
- თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში 28 წლის მამაკაცი მოკლეს;
- კანაფისა და მარიხუანას შეძენა, შენახვა, მოხმარებაზე ჯარიმა 500 ლარიდან 300 ლარამდე მცირდება;
- კახეთში სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა ფუნქციონირებას 1-ლი აპრილიდან დაიწყებს;
- საქართველოში ოქსო-დეგრადირებადი პლასტიკის პარკების წარმოება, რეალიზაცია და იმპორტი აიკრძალება;
- ყველა საჯარო სკოლის 7000-ზე მეტ მასწავლებელს „აქტიური სწავლება საგნებში“ ტრენინგი ჩაუტარდებათ;
- მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა 1-ელ აპრილს იწურება;
- საწვავი 5-10 თეთრით გაიაფდა;
- 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4432 ლარი გახდა.