- სირიაში 18 წლის მუსლიმ კუშტანაშვილი დაიღუპა;
- ალაზანზე დუისი - ქვემო ხალაწნის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდი მოეწყობა;
- ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება;
- სხეფის სკოლის მასწავლებელი საარჩევნო კოდექსის დარღვევისთვის 1000 ლარით დაჯარიმდა;
- 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი პარლამენტს წარედგინა;
- გიორგი კვირიკაშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა;
- 1-ელ ოქტომბერს, ახმეტაში სახალხო ზეიმი „ბიძინაობა“ გაიმართა;
- მეტროსადგურ „ვაჟა-ფშაველა“ მგზავრებს რამდენიმე დღე ვერ მოემსახურება;
- ლაგოდეხის ნაკრძალში ხის კენწეროების ბილიკის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა;
- დღეიდან კონკურსი „მე – ომბუდსმენი 2017“ დაიწყო;
- 1-ლი ოქტომბრიდან ავსტრიაში სახის სრულად დაფარვა ოფიციალურად აიკრძალა;
- ლას-ვეგასში თავდასხმის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა;
- ქართველ მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილს დიდოსტატის წოდება მიენიჭება;
- 3 და 4 ოქტომბერს პანკისის ხეობას 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება;
- 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4764 ლარი გახდა;
- 4 ოქტომბრამდე ჰაერის ტემპერატურის კლება და წვიმაა მოსალოდნელი.