- მომავალი წლიდან შესაძლოა დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდეს;
- 2018 წლის მაისიდან სიმაღლეზე მომუშავე პირებს სპეციალური სწავლების გავლა მოუწევთ;
- სააპელაციო სასამართლომ მიკაილ კადიევის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა;
- მიკაილ კადიევის საკითხს პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე კამათი მოჰყვა;
- უკრაინაში შეტაკებების შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა;
- კიევში ჩეჩენი მებრძოლი ამინა ოკუევა მოკლეს;
- საქართველოს მოქალაქისთვის აზარტულ თამაშში მონაწილეობის ასაკობრივი ცენზი 21 წლამდე იზრდება;
- დიმიტრი მედოევის განცხადებით, სამხრეთ ოსეთმა გენოციდის აღიარებისთვის უნდა იბრძოლოს;
- ილტოს ხეობის სოფელ ჭართალაში წყალსაცავი აშენდება;
- პანკისის ხეობაში ასკილის ლუდის წარმოება დაიწყეს;
- ბელარუსში ჩატარებულ ტურნირში ქართველმა მოციგურავეებმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს;
- ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ძლიერი აფეთქების შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა;
- 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6112 ლარი გახდა.