- ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარედ თამარ ყეინიშვილი აირჩიეს, მოადგილედ რამაზ ბაღაკაშვილი;
- ქრთამის აღების ბრალდებით მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები დააკავეს;
- დიდუბის ავტოსადგურში, ქალის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე 2 ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს;
- მთაში მცხოვრების სტატუსის მინიჭების წესი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს;
- მიწის ნაკვეთების რეგისტრაციაზე ბარიერები მოიხსნა;
- საქართველოში ყველაზე გრძელი, 8.5 კილომეტრიანი ქვიშხეთი-ზვარეს გვირაბის გათხრის სამუშაოები დასრულდა;
- ევროკავშირის საბჭომ შენგენის ზონაში შესვლისას ავტორიზაციის შემოღების პროექტს მხარი დაუჭირა;
- პანკისის ხეობაში შემოქმედებითი და ფოლკლორული საღამო გაიმართა;
- სოფელ საკობიანოში ფეხბურთის სტადიონი განაახლეს;
- 11 წლის ძიუდოისტმა ირაკლი ქავთარაშვილმა საერთაშორისო ტურნირში პირველი ადგილი მოიპოვა;
- 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.68 ლარი გახდა;
- 21 ნოემბრიდან საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს.