- 27 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღეა;
- კონტრტერორისტული ოპერაციის ფარგლებში დაკავებული პირი საედი დუდაევია;
- აშშ-ის ელჩის განცხადებით, სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს;
- ახმეტის მერის მოადგილეებად ზაზა მიგრიაული და ვანო ნასყიდაშვილი დაინიშნენ;
- სახალხო დამცველმა 5-წლიანი მუშაობის ანგარიში წარმოადგინა;
- საპარლამენტო უმრავლესობამ სახალხო დამცველის კანდიდატად ნინო ლომჯარია წარადგინა;
- საქართველო-უკრაინას შორის მიმოსვლა შესაძლოა გამარტივდეს;
- რამზან კადიროვის განაცხადებით, მზად არის ჩეჩნეთის პრეზიდენტის თანამდებობა დატოვოს;
- რუსული ავიაიერიშის შედეგად სირიაში სულ მცირე 53 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა;
- თბილისში ჩატარებულ 2017 წლის ევროვიზიის კონკურსში რუსეთის წარმომადგენელმა გაიმარჯვა;
- ქუთაისის საფეხბურთო კლუბი „ტორპედო“ საქართველოს ჩემპიონი 15-წლიანი პაუზის შემდეგ გახდა;
- 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.71ლარია, 1 ევრო 3.24 ლარი ღირს.