- ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 16 წლის მოზარდი დააკავეს;
- თუ ჩატაევი სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა, ვინ შემოუშვა ის – ლუიზა მუთოშვილი;
- ნანა კაკაბაძის განცხადებით, თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის გამოძიება 2010 წლიდან უნდა დაიწყოს;
- ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ბრალდებით ფოთის მერიის თანამშრომელი დააკავა;
- არჩილ თალაკვაძემ შს სამინისტროში 1 წელსა და 8 თვეში დანამატი 67-ჯერ აიღო;
- პარლამენტმა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი მიიღო;
- „ამაზონის“ დამფუძნებლის ჯეფ ბეზოსის ქონებამ 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბა;
- გენერალმა სლობოდან პრალიაკმა ჰააგის სასამართლოში კალიუმის ციანიდი დალია;
- დონალდ ტრამპი იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების საკითხს განიხილავს;
- 5 დეკემბრამდე აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად ღრუბლიანი ამინდი იქნება;
- 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.70 ლარი გახდა, ევროს კურსი 3.22 ლარია.