- მოსწავლეების განზრახ მკვლელობაში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ;
- გიორგი გახარია მოსწავლეების მკვლელობაზე – ყველა, ვინც ინციდენტში მონაწილეობდა, უმკაცრესად დაისჯება;
- განათლების სამინისტრო ძალოვან სტრუქტურებთან ერთად სკოლაში ძალადობის აღმოფხვრაზე იმუშავებს;
- სახალხო დამცველის განცხადებით, ბავშვი კვლავ საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი წევრია;
- ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ბრალდებით ზუგდიდის მერიის თანამშრომელი დააკავა;
- თსუ-ს ყალბი დიპლომის დამზადებისთვის ერთ-ერთი ორგანიზაციის ხელმძღვანელი დააკავეს;
- კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს;
- დაზვერვის სამსახურის და სუს-ი აღარ გაერთიანდება;
- გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა;
- გიორგი მარგველაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტ დორის ლოიტჰარდს შეხვდა;
- პანკისის ხეობაში სოფლების - დუისისა და ხალაწნის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის მშენებლობა დასრულდა;
- დუისში ქალთა საბჭოსა და უხუცესთა საბჭოს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა;
- მალტელი ჟურნალისტის მკვლელობის საქმეზე რვა ადამიანი დააკავეს;
- 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.70 ლარი გახდა;
- 6 და 8 დეკემბერს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.