პანკსიის ხეობაში მგლები შინაურ ცხოველებს ესხმიან თავს. როგორც დაზარალებულებმა პანკისის სათემო რადიოს უთხრეს, მტაცებლის თავდასხმის შემთხვევები თითქმის ყოველდღიურად ხდება. ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისგან მგლის მოკვლის ნებართვის მიღებას ითხოვენ.
პანკისის ხეობაში მგლები შინაურ ცხოველებს თავს ხშირად ესხმიან. ბოლოს ასეთი შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა, როდესაც მტაცებლებმა 21 სული ცხვარი სოფელ ხალაწანში გაანადგურეს.