ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაცია 23 თებერვალს დაიწყო და 31 მარტს დასრულდება. პანკისის ხეობის ოთხ სკოლაში 55 აბიტურიენტია. მათ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობა აქვთ. 2016 წელს ამ პროგრამაში პანკისის ხეობისთვის 14 ადგილი იყო გამოყოფილი.