• მე და სახელმწიფო - ერთიანი ეროვნული გამოცდები და აბიტურიენტთა რეგისტრაცია

    ხუთშაბათი, 02 მარტი 2017 11:28 view 4030
    მე და სახელმწიფო - ერთიანი ეროვნული გამოცდები და აბიტურიენტთა რეგისტრაცია

    ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაცია 23 თებერვალს დაიწყო და 31 მარტს დასრულდება. პანკისის ხეობის ოთხ სკოლაში 55 აბიტურიენტია. მათ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობა აქვთ. 2016 წელს ამ პროგრამაში პანკისის ხეობისთვის 14 ადგილი იყო გამოყოფილი.

    რა ეტაპებად განხორციელდება აბიტურიენტთა რეგისტრაცია? რა ფორმატით ჩატარდება 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები? რას გულისხმობს სტუდენტთა სოციალური პროგრამა?

    გადაცემაში საუბრობენ:
    ლილი სვიაკაური - დუისის საჯარო სკოლის დირექტორი;
    ნაზი ბორჩაშვილი - ჯოყოლოს საჯარო სკოლის დირექტორი;
    ვალერიან გობრონიძე - განათლების სამინისტროს სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის სამმართველოს უფროსი.

    სტუდიის სტუმარია (სატელეფონო ჩართვით):
    ივა მინდაძე - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე.

    სიუჟეტის ავტორია - ისლამ გორგიშვილი; გადაცემას უძღვება - ნაზი დაქიშვილი.

     

    გადაცემა მომზადებულია პროექტის „საქართველოს მედიის ხელშეწყობა საქართველოში მიმდინარე რეფორმების დღის წესრიგის კომუნიკაციაში“ (M-GRA) ფარგლებში. M-GRA პროექტი, რომელსაც IREX ახორციელებს, დაფინანსებულია კარგი მმართველობის ფონდის მიერ, ბრიტანეთის საელჩო, თბილისი. გადაცემის შინაარსი მთლიანად მისი ავტორის პასუხისმგებლობაა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განიხილოს როგორც IREX-ისა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს პოზიციის გამოხატულება.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]