მაყვლის, ჟოლოსა და კომშის კულტურების გასაშენებლად სახელმწიფო ფერმერებს ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემების მოწყობის ღირებულების 50%-ს დაუფინანსებს. შესაბამისი ცვლილება შევიდა პროექტში „დანერგე მომავალი“, რომელიც საქართველოს მასშტაბით მრავალწლოვანი კულტურების გაშენებას ითვალისწინებს.