მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირში, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელიც ასახავს მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბარს მალხაზ მაჩალიკაშვილთან და თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის სხვა მონაწილეებთან. ერთ-ერთმა მონაწილემ სააკაშვილს უთხრა, რომ „მის ბრძანებას ხუთიანზე ასრულებს და ახლაც აქციაზეა“.
„საქართველო ხომ არ არის რუსეთი. მე ღრმად მწამს, რომ საქართველო არ არის რუსეთი. საქართველოს და ქართველებს ვერ გაარუსებენ და მითუმეტეს ვერ გააჩეჩნებენ. რაც ქართულმა ოცნებამ გააკეთა მარნეულში, ეს იყო ჩეჩნობა და შორს ჩვენგან ჩეჩნობა და კადიროველობა. ყველაფერს საზღვარი აქვს“, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.