პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე მესამე ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით შპს „ალაზანი ენერჯის“ ხელმძღვანელსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის გამართული შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. სოფელ ბირკიანში 5.4 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე გარემოს დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზის ნებართვა 2017 წლის 18 ოქტომბერს აქვს დამტკიცებული. კომპანიამ ჰესის ასაშენებლად ხეობაში სამშენებლო მასალები უკვე შეიტანა, მაგრამ მოსახლეობის ნაწილი მშენებლობის წინააღმდეგია.
პანკისის ხეობაში სამი ჰიდროელექტროსადგურის კასკადის მშენებლობა 2017 წელს, ზაფხულის ბოლოს დაიწყება. 4,8 მეგავატი სიმძლავრის „სამყურისწყალი 1“ და 26,28 მეგავატი სიმძლავრის „სამყურისწყალი 2“ მდინარე სამყურისწყალზე აშენდება.