დღეს საქართველოში საკრებულოსა და მერების არჩევნები იმართება. ამომრჩეველი 64 საკრებულოს 2 058 წევრს და 64 მერს აირჩევს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცესკოში რეგისტრირებულია 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და ერთი საინიციატივო ჯგუფი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ რეგისტრირებულია 200 საინიციატივო ჯგუფი.
18 ოქტომბრის ჩანაწერი (2017 წ.) – 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ახმეტის მუნიციპალიტეტში მერობის 8 კანდიდატია რეგისტრირებული.
2017 წლის 21 ოქტომბერს დანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიაში საკრებულოს პროპორციული სია 9 პოლიტიკურმა პარტიამ წარადგინა. გაგაცნობთ პარტიულ სიებს.