• რადიოკაფე – კოვიდ-პანდემიის გავლენა ქალებზე

    ორშაბათი, 19 ოქტომბერი 2020 22:26 view 2725
    ნათელა გრიგალაშვილის ფოტო ნათელა გრიგალაშვილის ფოტო

    კოვიდ-პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა დღის სინათლეზე გამოიტანა ქალების სოციალური, კულტურული და სისტემური უთანასწორობის მნიშვნელოვანი ასპექტები.

    გაეროს პოლიტიკის კვლევის დოკუმენტის „COVID-19-ის გავლენა ქალებზე“ მიხედვით, COVID-19-ის გავლენა ქალებსა და გოგოებზე ყველა სფეროში უფრო მწვავეა – იქნება ეს ჯანდაცვა, ეკონომიკა, უსაფრთხოება თუ სოციალური დაცვა. განსაკუთრებით მძიმეა პანდემიის გავლენა იმ ქალებსა და გოგონებზე, რომელთაც აქვთ ნაკლები შემოსავალი, ნაკლები დანაზოგი, არასტაბილური სამსახური ან იმყოფებიან სიღარიბის ზღვართან. მიმდინარე პანდემიისას ოჯახში ძალადობის შემთხვევები გლობალურად ერთი მესამედით გაიზარდა.

    რა შეცვალა პანდემიამ ქალებისთვის? რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ ისინი და რა მხარდაჭერას საჭიროებენ?

    გადაცემის სტუმრები არიან:

    ნათელა გრიგალაშვილი – ფოტოგრაფი;

    ნინო ცქიფურიშვილი – გენდერის მკვლევარი, „ქალთა ფონდის“ წარმომადგენელი;

    სვეტლანა ბორჩაშვილი – პანკისის უხუცეს ქალთა საბჭოს წევრი;

    გადაცემის წამყვანია ლუიზა მუთოშვილი – სამოქალაქო აქტივისტი, პედაგოგი, პანკისის სათემო ორგანიზაციის თავმჯდომარე.

     

    მასალა მომზადდა პროექტის „მოწყვლადი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში-EPIC“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) ფინანსური მხარდაჭერით გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დოიჩე ველე აკადემიასთან (DW Akademie) პარტნიორობით. 

    გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) არ აგებს პასუხს მასალის შინაარსზე და სიზუსტეზე. 

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]