• რადიოკაფე – რა გავლენა იქონია პანდემიამ სტუდენტებზე და რა საჭიროებები აქვთ მათ

    კვირა, 10 იანვარი 2021 02:37 view 2255
    რადიოკაფე – რა გავლენა იქონია პანდემიამ სტუდენტებზე და რა საჭიროებები აქვთ მათ

    კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში, ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს სტუდენტები წარმოადგენენ. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან დაბალშემოსავლიანი სტუდენტები; ისინი, ვინც პანდემიამდე პერიოდში თავიანთი ხელფასით იხდიდნენ სწავლის საფასურსა და საცხოვრებლის ქირას. ბოლო წლის განმავლობაში სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საფასურის განახევრების მოთხოვნით მთავრობას პეტიციებით მიმართეს.

    განათლების პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის, „პროგრესის ცენტრის“ მიერ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრიდან მოპოვებული ბოლო ინფორმაციით, 2020 წლის ბოლოს სტატუსშეჩერებული სტუდენტების რიცხვმა 76 172 შეადგინა, რაც ისტორიულ მაქსიმუმია. აქედან, 30 343 სტუდენტს სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო აქვს შეჩერებული. 

    რა გავლენა მოახდინა კოვიდ-პანდემიამ სტუდენტებზე? რას ითხოვენ ისინი და რა გზებს მიმართავენ თავიანთი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად? როგორ აფასებენ ექსპერტები სახელმწიფო პოლიტიკას სტუდენტებთან მიმართებაში და რა რეკომენდაციები აქვთ მათ?

    გადაცემა „რადიოკაფეს“ სტუმრები არიან:

    მაკა ტოხიშვილი – არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრის“ პროექტების კოორდინატორი;

    სიმონ ჯანაშია – განათლების საკითხების მკვლევარი;

    ლინა ღვინიანიძე – ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) აღმასრულებელი დირექტორი;

    გადაცემის წამყვანია ლუიზა მუთოშვილი – სამოქალაქო აქტივისტი, პედაგოგი, პანკისის სათემო ორგანიზაციის თავმჯდომარე.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]