განათლების პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის, „პროგრესის ცენტრის“ მიერ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრიდან მოპოვებული ბოლო ინფორმაციით, 2020 წლის ბოლოს სტატუსშეჩერებული სტუდენტების რიცხვმა 76 172 შეადგინა, რაც ისტორიულ მაქსიმუმია. აქედან, 30 343 სტუდენტს სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო აქვს შეჩერებული.
რა გავლენა მოახდინა კოვიდ-პანდემიამ სტუდენტებზე? რას ითხოვენ ისინი და რა გზებს მიმართავენ თავიანთი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად? როგორ აფასებენ ექსპერტები სახელმწიფო პოლიტიკას სტუდენტებთან მიმართებაში და რა რეკომენდაციები აქვთ მათ?
გადაცემა „რადიოკაფეს“ სტუმრები არიან:
მაკა ტოხიშვილი – არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრის“ პროექტების კოორდინატორი;
სიმონ ჯანაშია – განათლების საკითხების მკვლევარი;
ლინა ღვინიანიძე – ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) აღმასრულებელი დირექტორი;
გადაცემის წამყვანია ლუიზა მუთოშვილი – სამოქალაქო აქტივისტი, პედაგოგი, პანკისის სათემო ორგანიზაციის თავმჯდომარე.