დღეისათვის, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს, ბევრგან, ხელი საერთოდ არ მიუწვდებათ რაიმე სერვისებზე, ვგულისხმობთ არაფორმალური განათლების, გართობის, სპორტის საშუალებებს. სოფლების უმეტესობაში მოშლილია კულტურული და სპორტული ინფრასტრუქტურა; არ არსებობს მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც გადაადგილების შესაძლებლობას მოგვცემდა, რომ იმ მწირი სერვისებით მაინც გვესარგებლა, რაც რაიონულ ცენტრებშია; მუნიციპალური ბიუჯეტებიდანაც ჩანს, რომ ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება არ არის პრიორიტეტი.