რასაც ჩვენ ვხედავთ, გაუმჯობესების ნაცვლად, კიდევ უფრო უარესდება ახალგაზრების აქტივობის კუთხით ვითარება, ერთი მხრივ ნიჰილიზმის და მეორე მხრივ იმის გამო, რომ ისინი განვითარების შესაძლებლობებს უცხოეთში ეძებენ და ქვეყანას ტოვებენ. აქვე, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ სხვადასხვა მონაცემებით, რეგიონებში მცხოვრებ ბავშვებსა და ახალგაზრდებში გაზრდილია მარიხუანას მოხმარების მაჩვენებელი. ბევრი ჩვენი რესპონდენტის თქმით, ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ის არის, რომ ისინი თავისუფალი დროის სწორად ხარჯვას, ღირებული საქმით დაკავებას ვერ ახერხებენ.
ქვეყნის მასშტაბით ასეულობით ახალგაზრდული ორგანიზაციაა რეგისტრირებული, თუმცა ვერ ვხედავთ ხელშესახებ ცვლილებებს. არიან ორგანიზაციები, ცოტა მაგრამ მაინც, რომლებიც ამ მდგომარეობის შეცვლას ცდილობენ.
რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს პოლიტიკა შეიცვალოს? რა ტიპის მხარდაჭერა სჭირდებათ ახალგაზრდებს, რომ გაიზარდოს საზოგადოებრივ პროცესებში მონაწილეობა? სახელმწიფოს მხრიდან რა მხარდაჭერა უნდა ჰქონდეთ ახალგაზრდული სერვისების რეალურ მიმწოდებლებს? რაში ხედავენ სამოქალაქო აქტივისტები ამ პრობლემების გადასაწყვეტად ახალგაზრდობის სააგენტოს როლს, რომელიც სწორედ ამისთვის შეიქმნა მთავრობის მიერ, რომ ახალგაზრდული ჩართულობა გაიზარდოს; რა პროგრამებს ახორციელებს ახალგაზრდობის სააგენტო საქართველოში? რა როლი აქვს, უნდა ჰქონდეს თვითმმართველობას ახალგაზრდების მონაწილეობის გასაზრდელად? როგორია კარგი პრაქტიკა, ევროპული გამოცდილება? რა გამოცდილების გაზიარება შეგვიძლია?
გადაცემის სტუმრები არიან:
ნანა ბაგალიშვილი - „ცოდნის კაფეს“ დამფუძნებელი, წნორი;
ეთერ არსანიძე - რაჭის სათემო ორგანიზაციის თავმჯდომარე;
დავით ნავერიანი - ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაციის წევრი;
რევაზ ჩარკვიანი - ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი;
ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში, საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითთმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი;
გადაცემის წამყვანია ლუიზა მუთოშვილი - სამოქალაქო აქტივისტი, პედაგოგი, პანკისის სათემო ორგანიზაციის თავმჯდომარე;